ჩვენ შესახებ
GBG უმაღლესი ხარისხის ქართულ ცემენტსა და ბეტონს 2005 წლიდან აწარმოებს. როგორც მწარმოებელი, გამორჩეულია მასშტაბურობითა და უკომპრომისო ხარისხით. მომხმარებელთან ურთიერთობა მათი ინტერესების გათვალისწინებით, საქმიანი შეთანხმებების აბსოლუტური სიზუსტის დაცვითა და სანდოობით ხასიათდება.
GBG-ს საწარმო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
- ცემენტის წარმოება
2005 წლიდან კომპანიამ საქმიანობა ცემენტის წარმოებით დაიწყო. 2015 წელს კომპანიამ ახალი საწარმო ააშენა, რომელიც ცემენტის დახურული წრედით დაფქვის ტექნოლოგიით ოპერირებს.
- ბეტონის წარმოება
ბეტონის წარმოება კომპანიამ 2018 წლიდან დაიწყო, თუმცა, GBG-სათვის აღნიშნული მიმართულება პრიორიტეტულია და უახლოეს მომავალში, ქართულ ბაზარზე საუკეთესო ხარისხის მომსახურების შექმნას ისახავს მიზნად.
ჩვენი ქარხნები განთავსებულია ავჭალის, მუხრანისა და კახეთის გზატკეცილის ლოკაციებზე. ყველა ტიპის ცემენტი იწარმოება ავჭალაში. ბეტონის მიწოდება ხორციელდება ავჭალისა და კახეთის გზატკეცილის ქარხნებიდან. ინერტული მასალები იწარმოება მუხრანში.
დღეისათვის, საწარმოში 145 ადამიანია დასაქმებული.
GBG საქართველოს ცემენტის ასოციაციის დამფუძნებელი წევრია.