ოპერირების პრინციპი დამყარებულია ცემენტის დახურული წრედით დაფქვის ტექნოლოგიაზე. GBG-ს ცემენტის ქარხანა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ (EBRD) აღიარებულია წლის საუკეთესო პროექტად.
ცემენტის მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილში ხორციელდება.
კომპანიის საკუთრებაში არსებული ინერტული მასალის დამამზადებელი საწარმო, ბეტონის კვანძები, ბეტონმზიდები და ბეტონის ტუმბოები, უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხიან და შეუფერხებელ მიწოდებას.
GBG-ში იწარმოება ნებისმიერი ტიპისა და სიმტკიცის ბეტონი, რომლის ხარისხის კონტროლი საწარმოში არსებულ, უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიით აღჭურვილ და სამშენებლო მასალების აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორიაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უკონკურენტო ხარისხის მიუხედავად, ღირებულება კონკურენტუნარიანია.
დღეისათვის კომპანიაში იწარმოება 25-ზე მეტი სახეობის - B.7,5-დან B.50-მდე კლასის ბეტონი