ჩვენ შესახებ

GBG უმაღლესი ხარისხის ქართულ ცემენტსა და ბეტონს 2005 წლიდან აწარმოებს. როგორც მწარმოებელი, გამორჩეულია მასშტაბურობითა და უკომპრომისო ხარისხით.  მომხმარებელთან ურთიერთობა მათი ინტერესების გათვალისწინებით, საქმიანი შეთანხმებების აბსოლუტური სიზუსტის დაცვითა და სანდოობით ხასიათდება. 

GBG-ს საწარმო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: 

- ცემენტის წარმოება

2005 წლიდან კომპანიამ საქმიანობა ცემენტის წარმოებით დაიწყო. 2015 წელს კომპანიამ ახალი საწარმო ააშენა, რომელიც ცემენტის დახურული წრედით დაფქვის ტექნოლოგიით ოპერირებს.

- ბეტონის წარმოება

ბეტონის წარმოება კომპანიამ 2018 წლიდან დაიწყო, თუმცა, GBG-სათვის აღნიშნული მიმართულება პრიორიტეტულია  და უახლოეს მომავალში, ქართულ ბაზარზე საუკეთესო ხარისხის მომსახურების შექმნას ისახავს მიზნად.

ჩვენი ქარხნები განთავსებულია ავჭალის, მუხრანისა და კახეთის გზატკეცილის ლოკაციებზე. ყველა ტიპის ცემენტი იწარმოება ავჭალაში. ბეტონის მიწოდება ხორციელდება ავჭალისა და კახეთის გზატკეცილის ქარხნებიდან. ინერტული მასალები იწარმოება მუხრანში.

დღეისათვის, საწარმოში 145 ადამიანია დასაქმებული.

GBG საქართველოს ცემენტის ასოციაციის დამფუძნებელი წევრია. 

 

კომპანიის მისია

GBG-ს მისიაა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალური ხარისხის უზრუნველყოფა და მომსახურების პროცესში მოქნილობისა და სიზუსტის დაცვით, ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო ხარისხის ცემენტისა და ბეტონის შესყიდვის პროცესის ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

ფასეულობები

GBG-ის საქმიანობა გამყარებულია გუნდში ერთხმად შეთანხმებულ პრინციპებსა და ღირებულებებზე: 

- ხარისხის უზრუნველყოფა 

წარმოების პროცესში უმაღლესი ტექნოლოგიებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვით და ხარისხის მუდმივი კონტროლით, კომპანია ცდილობს ხელი შეუწყოს სამშენებლო სფეროს განვითარებას და ქვეყანაში ხარისხიან მშენებლობებს. 

- სამუშაო პროცესი 

ხარისხიანი პროდუქტის წარმოებასთან ერთად, აუცილებელია ორ მხარეს შორის სამუშაო პროცესით სიამოვნება და  ნდობის უზრუნველყოფა.

ჩართული მხარეების კმაყოფილებას უზრუნველყოფს მომხმარებლების საჭიროებების, დროისა და რაოდენობის გათვალისწინება და გარანტირებული, უკომპრომისო ხარისხის მქონე პროდუქციის მიწოდება, რაც სასიამოვნო სამუშაო პროცესის გარანტიაა.

- ურთიერთობები

GBG-სთვის თანამშრომლობა მხოლოდ პროდუქტის დამზადებითა და გაყიდვით არ შემოიფარგლება. სანდო და სასიამოვნო ურთიერთობებისა და  მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, კომპანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

- მოქნილობა  

გამოწვევების მყისიერი დაძლევა, ადაპტაციისა და სწრაფი ცვლილებების უნარი, GBG-ის პროდუქტით დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და კომპანიებს, კომფორტული თანამშრომლობის შესაძლებლობას და განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგმას სთავაზობს.

ჩამოტვირთეთ ჩვენი პროდუქციის კატალოგი